სამომხმარებლო შეთანხმება

ეს შეთანხმება არეგულირებს ურთიერთობებს მომხმარებელსა და GiqRo.com - ს შორის. შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, ამიტომ გთხოვთ რეგულარულად გადახედოთ მომხმარებელსა და GiqRo.com - ს შორის შეთანხმებას.

სამომხმარებლო შეთანხმება:
01. GiqRo.com არის საიტი ონლაინ პლატფორმა/რესურსი რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას გამოაქვეყნოს პროდუქტი, დაამატოს მაღაზია და შესთავაზოს საიტის მომხმარებელს ესა თუ ის სერვისი საქართველოს კანონის ფარგლებში. მომხმარებელი კი რომელიც აპირებს გამოიყენოს ნებისმიერი სერვისი ან იყიდოს ნებისმიერი პროდუქტი რომელიც გამოქვეყნებულია GiqRo.com - ზე მოქმედებენ თავიანთი რისკის ქვეშ და საიტის ადმინისტრაცია არანაირად არ აგებს პასუხს ნებისმიერი სერვისის ან პროდუქტის ხარისხზე, ფასზე, ადგილმდებარეობაზე ან სიზუსტეზე.
GiqRo.com - ზე ნებისმიერი გამოქვეყნებული ინფორმაცია, სურათი, ან საკონტაქტო ინფორმაცია, გამოქვეყნებულია მომხმარებლების მიერ და ვებ რესურსი GiqRo.com - ი ან საიტის ადმინისტრაცია არანაირად არ ახდენს საკონტაქტო ინფორმაციის გადამოწმებას. მაშასადამე, საიტის ადმინისტრაცია არანაირად არ იძლევა გარანტიას ამა თუ იმ ნებისმიერ გამოქვეყნებულ სერვისზე ან პროდუქტზე სიზუსტეს.
02. საიტის ადმინისტრაცია ცდილობს უზრუნველყოს საიტის შეუფერხებელი მუშაობა მაგრამ, ამავე დროს არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას ავტორის მიერ განთავსებულ განცხადებაზე/რეკლამაზე ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის, აგრეთვე, არასაკმარისი ხარისხისა თუ მომსახურების შეფერხების შემთხვევაში.
03. რეგისტრაციის დროს თქვენ ეთანხმებით, რომ მიიღოთ სმს შეტყობინება, ან შეტყობინება ელ-ფოსტაზე რეკლამის სახით საიტის ადმინისტრაციისაგან, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ ელ-ფოსტაზე შეტყობინება.
04. არ გამოიყენოთ საიტზე განთავსებული ნებისმიერი საკონტაკტო ინფორმაცია სხვა მიზნებისათვის, გარდა იმისა რომ დაუკავშირდეთ ავტორს იგი ყიდის პროდუქტს თუ გთავაზობთ სერვისს.
05. მომხმარებელი ვალდებულია აიღოს მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე ნებისმიერ გარიგებაზე, რომელიც გამოქვეყნებულია GiqRo.com - ზე.
06. ნუ გადაუგზავნით თქვენს პაროლს მესამე პირს/პირებს, მომხმარებელმა თვითონ უნდა გააკონტროლოს პირადი გვერდი.
07. არ დარეგისტრირდეთ სხვისი ელ-ფოსტით ან მისამართით რომელზეც თქვენ არ გაქვთ უფლება რომ გამოიყენოთ.

განცხადების გამოქვეყნების წესები:
01. ნებისმიერ დროს შეხედულებისამებრ შეიძლება გადამოწმდეს საიტზე განთავსებული განცხადება როგორც მოდერატორის მიერ, ასევე ავტომატურ რეჟიმში. დარღვევის შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას წაშალოს განცხადება ან საერთოდ დაბლოკოს მომხმარებლის პირადი გვერდი, მომხმარებლის შეტყობინების გარეშე. ასევე თუ მესამე პირთაგან იქნა საჩივარი თქვენს განცხადებაზე საქართველოს ნებისმიერი კანონმდებლობის დარღვევაზე საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, წაშალოს განცხადება ან საერთოდ დაბლოკოს მომხმარებლის პირადი გვერდი, მომხმარებლის შეტყობინების გარეშე.
დაბლოკვა შეიძლება იყოს დროებითი და თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აღადგინოთ თქვენი გვერდი საიტზე, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი თანახმა იქნება შეიტანოს განცხადებაში ცვლილება, რამაც გამოიწვია თქვენი გვერდის დაბლოკვა უნდა წაშალოთ ან შეიტანოთ ცვლილება. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შემოგვეხმიანოთ ელ-ფოსტაზე support@giqro.com
02. საიტზე განცხადების გამოქვეყნებისას მომხმარებელს ესმის, რომ ინფორმაცია საიტზე განთავსებული არის ყველასთვის ხლმისაწვდომი შეუზღუდავად ეს იქნება საიტის მომხმარებელი თუ უბრალოდ საიტის (სტუმარი - დაურეგისტრირებელი მომხმარებელი), მანამ სანამ ინფორმაცია არ წაიშლება.
03. საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, განცხადება რომელიც მოდერაციაზეა საერთოდ არ გამოაქვეყნოს ან წაშალოს საერთოდ საიტიდან წინასწარი შეტყობინების გარეშე და ყოველგვარი განმარტების გარეშე.
04. ინფორმაცია რომელიც მითითებული გაქვთ განცხადებაში არის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, გარდა პაროლისა, პირადი გვერდისა და ინფორმაციისა რაც თქვენს პირად გვერდშია.
05. ნუ შეიყვანთ შეცდომაში საიტის მომხმარებლებს ასევე საიტის ადმინისტრაციას არასწორი ინფორმაციის გამო, ეს იქნება პროდუქტი, სერვისი, სახელი, ელ-ფოსტა, ტელ-ნომერი და ა.შ.
06. საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეიტანოს რედაქტირება ნებისმიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რადგან მკითხველს უფრო ხარისხიანად მიაწოდოს ინფორმაცია ვიდრე იყო.
07. ყველა განცხადება, რომელიც დამატებულია საიტზე პასუხისმგებლობა ეკისრება გამომქვეყნებელს (მომხმარებელს, რომელმაც გამოაქვეყნა განცხადება).
08. საიტის ადმინისტრაცია არანაირად არ აგებს პასუხს ამა თუ იმ განცხადების სიზუსტეზე ან შინაარსზე რომელიც გამოქვეყნებულია საიტის მომხმარებლის მიერ.
09. საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, არ მოახდინოს მიმოწერა განცხადების ავტორთან თუ არ საჭიროებს ადმინისტრაციის ჩარევას.
10. მომხმარებელმა აუცილებლად უნდა მიუთითოს ზუსტი და სრული ინფორმაცია სურათიდან დაწყებული ტექსტამდე დამთავრებული.
11. არ შეიტანოთ არანაირი ცვლილება პირად გვერდში ან გაანადგუროთ განცხადება თუ თქვენ არ იმყოფებით ავტორი.
12. შეგნებულად არ განათავსოთ მცდარი ინფორმაცია.

რეკომენდაცია:
01. საიტზე განცხადების გამოქვეყნებისას მომხმარებელს ესმის, რომ ინფორმაცია საიტზე განთავსებული არის ყველასთვის ხლმისაწვდომი შეუზღუდავად ეს იქნება საიტის მომხმარებელი თუ უბრალოდ საიტის (სტუმარი - დაურეგისტრირებელი მომხმარებელი), მანამ სანამ ინფორმაცია არ წაიშლება.
შესაბამისად, მომხმარებელს ესმის და თავის თავზე იღებს ყველა რისკს, რომ შეიძლება თქვენი ელ-ფოსტა გამოიყენონ სპამისათვის და მიიღოთ თქვენთვის არასასურველი ინფორმაცია რეკლამის სახით, ჩვენს საიტზე ნებისმიერ მომხმარებელს დარეგისტრირებულს თუ დაურეგისტრირებელს შეუძლია შემოგეხმიანოთ თქვენს ელ-ფოსტაზე, უბრალოდ უნდა დააწკაპონ ღილაკზე (მიწერეთ ავტორს) განცხადების დაბლა.
რაც შეეხება ტელეფონის ნომერს დაურეგისტრირებელ მომხმარებელს არ აქვს უფლება ნახოს ნომერი, მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ.
საიტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას ინფორმაცია, ჩვენი რეკომენდაციაა ნუ მიუთითებთ ელ-ფოსტას განცხადებაში რადგან ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შემოგეხმიანოთ ნებისმიერ დროს.

განცხადების გამოქვეყნება აკრძალულია:
01. ყველაფერი ის, რაც თესავს რასობრივ სიძულვილს, ძალადობას ან დისკრიმინაციას.
02. შინაარსი, რომელიც არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობას და ეთიკას.
03. ინფორმაცია, რომელიც არღვევს საქართველოს ქვეყნის კანონებს.
04. ოფიციალური სახელმწიფო დოკუმენტები.
05. პედოფილია, სექსუალური ძალადობა.
06. გატაცებული ან მოპარული ნივთები.
07. ადამიანის ორგანოები.
08. საკრედიტო ბარათები.
09. ნარკოტიკები.

GiqRo.com - ის ნებისმიერი სერვისის გამოყენებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ ჩამოთვლილს, წინააღმდეგ შემთხვევაში გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ GiqRo.com - ის სერვისს.
თუ გაქვთ დამატებითი რაიმე შეკითხვა გთხოვთ შემოგვეხმიანოთ support@giqro.com - ზე ან გამოიყენოთ საიტზე მოცემული ბმული (კონტაქტი), ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ.

განცხადება
661
კატეგორია
460
რეგიონი
მაღაზია
')